პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

15.10.23 16:16
პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. 460 ადგილიანი საკანონმდებლო ორგანო 29 მილიონმა ადამიანმა უნდა დააკომპლექტოს. უკვე მესამე ვადით ხელისუფლებაში მოსვლისთვის იბრძვის  პოლონეთის მმართველი პარტია "კანონი და სამართლიანობა". მისი კონკურენტი ოპოზიციური კოალიციაა, რომელსაც ექსპრემიერი დოლანდ ტუსკი მართავს.

თუ ოპოზიციური გაერთიანება გაიმარჯვებს, ტუსკი აპირებს ურთიერთობები გააუმჯობესოს ბრიუსელთან.  დაიცავენ ლგბტ პირების უფლებებს. ასევე, უფრო ლიბერალური გახდება აბორტის საწინააღმდეგო კანონი. 

დღესვე ქვეყანაში ტარდება რეფერენდუმი.  მოქალაქეებს ეკითხებიან, რას ფიქრობენ მიგრანტების მიღებაზე.

მსგავსი სიახლეები