ღაზაში სრული კოლაფსია - პალესტინელები სიკვდილის ზღვარზე არიან

16.10.23 20:32
ღაზაში სრული კოლაფსია - პალესტინელები სიკვდილის ზღვარზე არიან

 

 

 

ღაზას სექტორში სრული კოლაფსია. დღეს ამოიწურება საწვავის ბოლო მარაგიც, რაც ავტომატურად ნიშნავს საავადმყოფოების გაჩერებას. რეგიონში ჰუმანიტარული კრიზისია. ხალხი პურისთვის და  წყლისთვის იბრძვის. ღაზა იხრჩობა - ეს შეფასება მისცა გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ იქ შექმნილ უმძიმეს ვითარებას.

გაეროს პირველადი დახმარება ეგვიპტის საზღვართან დგას, თუმცა მწვანე დერეფნის არ არსებობის გამო კონფლიქტის ზონაში ვერ შედის. ნახევარმა მილიონმა პალესტინელმა დატოვა ჩრდილოეთ ღაზა, თუმცა ვინც დარჩა, გადარჩენისთვის იბრძვის.

ისრაელი საზღვრის გახსნას არ თანხმდება და მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. 199 მძევალი ამ დრომდე ტერორისტების ტყვეობაშია. მათ შორის, უცხო ქვეყნების მოქალაქეებიც.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი დღეს ისევ ისარელში დაბრუნდა ნეთანიაჰუსთან მოსალაპარაკებლად. ასევე ცნობილი გახდა, რომ ოთხშაბათს  იგეგმება ჯო ბაიდენის ვიზიტიც თელავივში. ახლა დასავლეთის მთავარი ამოცანა ისრაელის მხარდაჭერასთან ერთად, ღაზას სექტორში ჰუმანიტარული კრიზისის დაძლევა წარმოადგენს.

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები