ბელორუსში ოპოზიციის მხარდაჭერისთვის არქიეპისკოპოსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

09.06.21 16:14
ბელორუსში ოპოზიციის მხარდაჭერისთვის  არქიეპისკოპოსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

ბელორუსში გროდნენისა და ვოლკოვის ეპარქიის ხელმძღვანელი, არქიეპისკოპოსი ალექსანდრ კიშენკო, თანამდებობიდან საპროტესტო აქციის მონაწილეებისთვის სოლიდარობის გამოხატვის გამო გაათავისუფლეს. ამის შესახებ სააგენტო Волковыск.by წერს. 

ბელორუსის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა გადაწყვეტილება დღეს მიიღო. 

არქიეპისკოპოსი ალექსანდრ კიშენკო 69 წლისაა, დაამთავრა ლენინგრადის სასულიერო აკადემია, მსახურობდა კარელიაში, არის თეოლოგიის დოქტორი, 1966 წელს კი ბელორუსში განაგრძო მოღვაწეობა, სადაც ის მომაზვნად აღიკვეცა. ის  სათავეში უდგას ,,მართლმადიდებელ ახალგაზრდების"  მოძრაობას.

უსამართლობა ზეიმობს, ჩვენი ხალხი გამხეცდა, თავიანთ ძმებს უსწორდებიან ფიზიკურად, - განაცხადა მამა ალექსანდრმა ერთ-ერთი ქადაგების დროს.

ალექსანდრ კიშენკომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ოფიციალურად დარეგისტრირების შემდეგ მოუწოდა ახალგაზრდობას, ასაკოვან მოსახლეობასა და პედაგოგებს, შეეწინააღმდეგონ ფალსიფიკაციას, ტყუილსა და ათეისტურ წარსულს.

ბელორუსის მართლმადიდებელი პატრიარქი არქიეპისკოპოსის გადაყენების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას 17 ივნისს მიიღებს.

მსგავსი სიახლეები