ოლაფ შოლცი ისრაელში ჩავიდა
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ისრაელშია. აეროპორტში შოლცს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ელი კოენი დახვდა.
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შოლცი პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსს, პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგსა და სხვა ოფიციალური პირებს შეხვდება.
ისრაელში ჩასვლამდე შოლცმა ირანის ხელისუფლება და თეირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰეზბოლა” გააფრთხილა კონფლიქტში არ ჩაერთოს.