გუტერეში ისრაელსა და "ჰამასს" ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს

18.10.23 10:35
გუტერეში ისრაელსა და "ჰამასს" ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა მოუწოდა მხარეებს დაუყოვნებლივ მოხდეს ჰუმანიტარული მიზნებით ცეცხლის შეწყვეტა ისრაელსა და "ჰამასს" შორის მიმდინარე ომში. 

"მოვუწოდებ სასწრაფოდ ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტისკენ...იმ ეპიკური ადამიანური ტანჯვის შესამსუბუქებლად, რომელსაც ჩვენ ვხედავთ. შეძრწუნებული ვარ ასობით პალესტინელი მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის გამო იმ თავდასხმაში, რომელიც დღეს ღაზაში მდებარე საავადმყოფოზე მოხდა, რასაც მკაცრად ვგმობ", - თქვა გუტერეშმა.

ღაზას სექტორში ალ-აჰლის არაბულ საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებას ასობით ადამიანი ემსხვერპლა. ისრაელი აცხადებს, რომ ღაზას საავადმყოფოში აფეთქება დაჯგუფება “ისლამური ჯიჰადის” რაკეტამ გამოიწვია. „ისლამური ჯიჰადი“ აფეთქებასთან კავშირს უარყოფს და ისრაელის ბრალდებას სიცრუეს უწოდებს. „ჰამასი“ მომხდარში ისრაელს ადანაშაულებს.