ამერიკის პრეზიდენტს დღეს ისრაელში ელოდებიან

ომის მეთორმეტე დღეს ჯო ბაიდენი ისრაელში ჩადის - ამერიკის პრეზიდენტის ვიზიტი თელ-ავივში ოფიციალურად რამდენიმე საათში იწყება. ის მოლაპარაკებას ისრაელის პრემიერთან და სამხედრო კაბინეტის წევრებთან ქვეყნის საჭიროებებსა და „ჰამასის“ მძევლების გათავისუფლების საკითხებზე გამართავს.
იქნება მსჯელობა ღაზის სექტორიდან მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის საკითხებზეც. პრეზიდენტი ბაიდენი შეხვდება მძევლად აყვანილი მოქალაქეების ოჯახის წევრებსაც. ბაიდენის ადმინისტრაცია ამბობს, რომ ისრაელთან, შტატების პრეზიდენტს მკაცრი კითხვებიც ექნება.