სატვირთო მანქანები ღაზის სექტორში, რაც შეიძლება მალე უნდა შევიდნენ - გუტერეში

20.10.23 16:01
სატვირთო მანქანები ღაზის სექტორში, რაც შეიძლება მალე უნდა შევიდნენ - გუტერეში

სატვირთო მანქანები ღაზის სექტორში, რაც შეიძლება მალე უნდა შევიდნენ - გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში დღეს ეგვიპტეში ჩავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ხვალ კაიროს სამშვიდობო სამიტს დაესწრება, რომელზეც ახლო აღმოსავლეთში არსებულ მდგომარეობას განიხილავენ.

გუტერეში ამბობს იმასაც, რომ ორ მილიონ ადამიანს გადარჩენისთვის წყალი, საკვები და მედიკამენტები სჭირდება.

ამდენი სატვირთო მანქანა დატვირთულია წყლით, საწვავით, მედიკამენტებით, საკვებით. საჭიროა, ეს სატვირთო მანქანები რაც შეიძლება მალე გადავიდეს. ეს სატვირთო მანქანები სამაშველო თოკია. ეს არის განმასხვავებელი სიცოცხლესა და სიკვდილს შორის ამდენი ადამიანისათვის... აქ ორი მილიონი ადამიანი გვყავს, ვინც უზარმაზარ ტანჯვას განიცდის. არ არის წყალი, საკვები, მედიკამენტები, საწვავი. ღაზას ყველაფერი სჭირდება გადარჩენისთვის", - თქვა ანტონიო გუტერეშმა.

ცნობისთვის, ეგვიპტე დათანხმდა რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის გახსნას, რათა ღაზის სექტორში 20-მდე სატვირთო მანქანა შევიდეს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის. 

რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელი ახლა არის ჰუმანიტარული დახმარების ერთადერთი გამტარი, მას შემდეგ რაც ისრაელმა დახურა სხვა სასაზღვრო პუნქტები ღაზის სექტორიდან და მისკენ.

მსგავსი სიახლეები