ჩვენს მიწას არ დავტოვებთ - პალესტინის პრეზიდენტი

21.10.23 16:04
ჩვენს მიწას არ დავტოვებთ - პალესტინის პრეზიდენტი

პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა ეგვიპტეში მიმდინარე სამიტზე განაცხადა, რომ გამოწვევების მიუხედავად, პალესტინის მიწის დატოვებას არ აპირებენ.

"ჩვენ არასოდეს დავთანხმდებით გადაადგილებას, ჩვენ დავრჩებით ჩვენს მიწაზე, როგორიც არ უნდა იყოს გამოწვევები" – თქვა აბასმა.

ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში სამიტი მიმდინარეობს, რომელსაც 20 ქვეყნიდან ჩასული მაღალი თანამდებობის პირები ესწრებიან, თუმცა სამიტში მონაწილეობას არ იღებენ აშშ-ის, ისრაელის, "ჰამასისა" და ირანის წარმომადგენლები.