ისრაელმა მეჩეთის ტერიტორიაზე მიწისქვეშა კომპლექსებს დაარტყა

ებრაელი სამხედროები აცხადებენ, რომ მდინარე იორდანის დასავლეთ ნაპირზე მეჩეთ ალ-ანსარის ტერიტორიაზე მიწისქვეშა კომპლექსზე პრევენციული იერიში მიიტანეს.
ისრაელის თავდაცვის ცნობით, მეჩეთის ქვეშ ჰამასის და „ისლამური ჯიჰადის“ ტერორისტული ცენტრები იყო მოწყობილი. სწორედ ისინი არიან პასუხისმგებელი რამდენიმე ტერორისტულ აქტეზე, რომლებიც ბოლო თვეებში გახორციელდა.