ვინ გაწირა იათაჯი? - "პირველებმა" 14 წლის გოგოს მკვლელობის საქმის მასალები მოიპოვა

22.10.23 11:34
ვინ გაწირა იათაჯი? - "პირველებმა"  14 წლის გოგოს მკვლელობის საქმის მასალები მოიპოვა

ვინ გაწირა იათაჯი? - "პირველების" ხელშია 14 წლის გოგოს მკვლელობის საქმის მასალები. ექსკლუზიურად მოპოვებული დოკუმენტებით დადგინდა, რომ მძიმე დანაშაულის შესახებ იმაზე მეტმა ადამიანმა იცოდა, ვიდრე ამაზე საჯაროდ საუბრობენ.

სკოლის მოსწავლის იძულებითი ქორწინების ამბავს მალავდა მკვლელობაში ბრალდებული კაცის დედ-მამა, მისი და და ბიცოლაც. ყველა ეს ადამიანი გამოძიებას მხოლოდ მოწმის სტატუსით ჰყავს გამოკითხული. 

მკვლელობაში ბრალდებულის ბიცოლა, რომელიც საქმის ოქროს მოწმეა,  გამოძიებას ვრცელ ჩენებას აძლევს. სალიმა ასლანოვა არ მალავს, რომ არასრუწლოვნის იძულებითი ქორწინების შესახებ პირველივე დღიდან იცოდა. მისი თქმით, მაზლიშვილის აითაჯს მის საცოხვრებელ სახლში რამდენიმე დღის განმავლობაშ მალავდა. ქალი ამტკიცებს, რომ არასწრულწლოვანი გოგონა არ ითხოვდა, რომ მომხდარის შესახებ პოლიციისთვის შეეტყობინებინათ, ამიტომც მან არაფერი მოიმოქმედა. 

სწორედ სალიმა სლანოვის ჩვენებიდან დგინდება, რომ რომ მომხდარის ერთ-ერთი მტავარი ფიგურანტია მკვლელობაშ ბრალდებულის დაც. სწორედ მან აიძულა მოკლული გოგოს დედა, რომ გაქცეული შვილი უკან ე.წ. ქმართან დაებრუნებინა.

სანამ ჩემი მეუღლე გავიდოდა აიტაჯის მოსაძებნად ჩემს მაზლისშვილს ალიმს დაურეკა აითაჯის დედამ ეგანემ. საუბრიდან მივხვდი, რომ აიტაჯის დედა სლიმს საყვედურობდა თუ რატომ მოიტაცა მისი შვილი, ალიკი კი ეგანეს გაბრაზებული უყვიროდა, შენმა ქალიშვილმა თავი მომჭრა, შეურაცხყოფა მომაყენა და ოჯახიდან გაიპარაო. ამ დროს სახლში ვიმყოფებოდით მე, ჩემი მეუღლე და თავად ალიმი,. მალევე უკან დაბრუნდა ჩემი ვაჟი ბაქირი, რომელმაც მოიყვანა აითაჯის და სოილი. სოილმა დაურეკა აიტაჯის დედას ეგანეს და ჰკითხა, თუ სად იყო ის, რაზეც ეგანემ უპასუხა, რომ მიდიოდა აითაჯთან შესახვედრად, ბოლოს ეგანემ სოილს უთხრა, რომ აითაჯი თავად ჰყავდა და ტაქსით მიდიოდნენ დმანისში მათ საცხოვრებელ სახლში. სოილმა უთხრა, რომ დალოდებოდა მას, მაგრამ ეგანე არ იყო თანახმა. ამის შემდეგ როგორც ვიცი, ეგანეს დაურეკა მისმა ძმამ ნათიგმა და მოსთხოვა დალოდებოდა სოლის. ბაქირი და სოილი მერსედესის მარკის ავტომანქანით წავიდნენ ეგანეს და აიტაჯის შესახვედრად სოფელ ბედიაურისკენ. აღნიშნულიდან დაახლოებით 30 წუთში ბაქური და სოლილი დაბრუნდნენ უკან აითაჯის და ეგანეს თანხლებით, ეგანე იყო ძალიან გაბრაზებული, განერვიულებული და ის ტიროდა. ეგანე ამბობდა, რომ ჩემი გოგო რომ არ მოგეტაცებინათ მე თქვენთან მომსვლელი არ ვიყავიო. მან ისიც თქვა, ნათიგმა მაიძლა გზიდან მოვბრუნებულიყავი და ტქვენთან მოვსულიყავიო. ეგანე ამბობდა, რომ ის შეურაცხყოფილი იყო. ის ენდობოდა ალიმს და შვილს სასეირნოდ ატანდა, მაგრამ ალიმმა ისარგებლად მისი ნდობით და აიტაჯი მოტყუებით წამოიყვანა. ამის შემდეგ დაახლოებით 03:00-04:00 საათებს შორის შუალედიში ჩემი მაზლის ადალათის მფლობელობაში არსებული ნივის მარკის ავტომობილით მოვიდნენ ადალათი მისი მეუღლე, ზარგალინიზ და ნათიგი, ნათიგმა როგორც კი  დაინახა თავისი და, დაიწყო ყვირილი, რა გატირებს, ან რატომ მიგყავს გოგო, ჩვენშ ეგეთი ადათწესი არ არის, გოგოს უკან წაყვანა არის ამ ოჯახის შეურაცხყოფა, ასევე ჩვენი ოჯახის შერცხვენა. ნათიგი ეგანე და აიტაჯს ეუბნებოდა, რომ გაეგოთ მისი ნათქვამი და აითაჯი დარჩენილიყო ალიმტან და გამხდარიყო მისი ცოლი. ამ ყველაფერს ნათიგი ისე აკეთებად, რომ აიტაჯს არაფერს ეკითხებოდა, პირიქითმ ეუბნებოდა, შენ თუ უკან დაბრუნდები და ალიმთან არ დარჩები, თავი მოგეჭრება, სახელი და ღირსება შეგელახებაო, უკან მობრუნებულს არავინ მიგიღებს და შეგრცხვებაი. აითაჯი ბიძამისის ნათქვამზე ტიროდა, ნათიგი ეგანეს ეუბნებოდა, რომ იყო მისი უფროსი ძმა, იყო მამაკაცი და მისთის უნდა დაეჯერებინა, რადგან ეგანეს მეუღლე იმყოფებოდა საზღვარგარეთ, - წერია ჩვენებაში. 

 

მსგავსი სიახლეები