ისრაელის და ჰამასის კონფლიქტი - კაიროში გამართული სამშვიდობო სამიტი უშედეგოდ დასრულდა

22.10.23 12:43
ისრაელის და ჰამასის კონფლიქტი - კაიროში გამართული სამშვიდობო სამიტი უშედეგოდ დასრულდა

კაიროში გამართული სამშვიდობო სამიტი უშედეგოდ დასრულდა. არაბულმა ქვეყნებმა ჰამასი არ დაგმეს. ეგვიპტეში გამართული შეხვედრა ისრაელისა და ჰამასის კონფლიქტს ეძღვნებოდა. ამ ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროპელი პოლიტიკოსებიც. "ისრაელ ტაიმსი" იტყობინება, რომ დასავლეთის მოთხოვნის მიუხედავად, არაბული ქვეყნების ლიდერებმა უარი თქვეს მკაფიოდ ეთქვათ, რომ სწორედ ჰამასს  ეკისრებოდა პასუხისმგებლობა ვითარების ესკალაციაზე. დაგმობის ნაცვლად, ეგვიპტემ საერთაშოროსო თანამეგობრობის კრიტიკა დაიწყო და განაცხადეს, რომ დასავლეთი კონფლიქტის მოსაგვარებლად საკმარის არ აკეთებს.