რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ხვალ თეირანში ჩავა

22.10.23 15:34
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ხვალ თეირანში ჩავა

სერგეი ლავროვი ხვალ თეირანში ჩადის. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოლაპარაკებებს გამართავს ირანის, თურქეთის, აზერბაიჯანის და სომხეთის პირველ პირებთან. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სამთავრობო გამოცემა „რია ნოვოსტი“ მარია ზახაროვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

"სამს პლიუს სამი" ფორმატი რეგიონულ თანამშრომლობას ეხება და შეხვედრებში საქართველოს მონაწილეობასაც ითვალისწინებს, თუმცა თბილისში აცხადებენ, რომ თეირანის მოლაპარაკეკებში არ ჩაერთვებიან.