ღაზას სექტორში დაღუპულთა რიცხვი 4651-მდე გაიზრდა

22.10.23 16:40
ღაზას სექტორში დაღუპულთა რიცხვი  4651-მდე გაიზრდა

ღაზას სექტორში დაღუპულთა რიცხვი  4651-მდე გაიზრდა. ინფორმაციას ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების მტკიცებით, დაღუპულთა 40% ბავშვია.

უწყება ასევე იტყობინება, რომ დაშავებულია 14 245-ზე მეტი ადამიანი, საიდან 70% ქალები და ბავშვები არიან.

Reuters-ის ცნობით, ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა აშრაფ ალ-ქუდრამ დღეს განაცხადა, რომ ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 266 პალესტინელი, მათ შორის 117 ბავშვი, დაიღუპა
 

მსგავსი სიახლეები