ბოლო რვა დღეში მეშვიდედ ვერსალის სასახლეში ევაკუაცია გამოცხადდა

ვერსალის სასახლეში ევაკუაცია გამოცხადდა. 8 დღეში ეს უკვე მეშვიდე ევაკუაციაა. ინფორმაციას "ტვიტერზე" სასახლის ადმინისტრაცია ავრცელებს. მიზეზად შენობაში შესაძლო ბომბის არსებობსა სახელდება.
უსაფრთხოების მიზნით, ვერსალის სასახლე ახორციელებს ვიზიტორების ევაკუაციას და გაიხსნება როგორც კი შემოწმებები დასრულდება. გმადლობთ გაგებისთვის,- წერს ადმინისტრაცია.