ისრაელი აცხადებს, რომ ჰეზბოლას მიერ მეორე ფრონტის გახსნის შემთხვევაში, ირანს დაარტყამს

22.10.23 19:02
ისრაელი აცხადებს, რომ ჰეზბოლას მიერ მეორე ფრონტის გახსნის შემთხვევაში, ირანს დაარტყამს

თუ ჰეზბოლა ჩრდილოეთით მეორე ფრონტის გახნას შეეცდება, ისრაელი მასზე იერიშს მიიტანს. ამის შესახებ ისრაელის ეკონომიკის მინისტრმა ნირ ბარკატმა Daily Mail-თან ინტერვიუში განაცხადა.

ირანის გეგმა მდგომარეობს იმაში, რომ ისრაელს ყველა ფრონტზე დაუპირისპირდეს. თუ აღმოვაჩენთ, რომ ისინი ისრაელზე თავდასხმას გეგმავენ, ჩვენ არა მხოლოდ საპასხუო იერიშს მივიტანთ, არამედ "ძაღლის თავამდეც" მივალთ, რომელსაც ირანი ჰქვია, - განაცხადა მან.