თეირანში მორალის პოლიციის მიერ ნაცემი გოგონა გარდაიცვალა

23.10.23 10:24
თეირანში მორალის პოლიციის მიერ ნაცემი გოგონა გარდაიცვალა

თეირანში მორალის პოლიციის მიერ ნაცემი გოგონა გარდაიცვალა. 16 წლის არმიტა საავადმყოფოში დაიღუპა. სკოლის მოსწავლეს მორალის პოლიცია მეტროს ვაგონში მხოლოდ იმიტომ გაუსწორდა, რომ თავსაბურავი არ ეკეთა. მოზარდს თავის არეში სერიოზული დაზიანებები მიაყენეს. ის თეირანის საავადმყოფოში 4 ოქტომბერს შეიყვანეს. სასტიკად ნაცემი ბავშვის მონახულების უფლება რეჟიმმა არ მისცა დედას.  ქალი კლინიკაში შესვლისთანავე დააპატიმრეს.

სამი კვირის განმავლობაში ირანის სამთავრობო მედია დეზინფორმაციას ავრცელებდა, საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ სკოლის მოწავლე მეტროში დაბალი წნევის გამო წაიქცა და ძალადობა არაფერ შუაში იყო.

მსგავსი სიახლეები