რუსეთი ყოველთვიურად 20 000-ზე მეტი ადამიანის მობილიზებას ახდენს - უკრაინის დაზვერვა

უკრაინის დაზვერვის წარმომადგენლის, ანდრეი იუსოვის განცხადებით, რუსეთი ყოველთვიურად 20 000-ზე მეტი ადამიანის მობილიზებას ახდენს.
"თვეში 20 000-ზე მეტი ადამიანის მობილიზება ხდება სხვადასხვა გზით. წვევამდელი მობილიზება გეგმის მიხედვით გრძელდება. რუსეთის სარდლობა აქტიურად იყენებს ყოფილ სამხედრო მსახურებთან „ხელშეკრულების იძულებით გაფორმების“ პრაქტიკას", - აცხადებს უკრაინის დაზვერვის წარმომადგენელი.
21 სექტემბერს ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა და აღნიშნული ქმედება "რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელ ნაბიჯად" მონათლა.