კონფლიქტის გადაწყვეტის საფუძველი პალესტინელებისთვის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა უნდა გახდეს - პესკოვი

24.10.23 16:08
კონფლიქტის გადაწყვეტის საფუძველი პალესტინელებისთვის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა უნდა გახდეს - პესკოვი

მოსკოვი მიიჩნევს, რომ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის გადაწყვეტის საფუძველი პალესტინელებისთვის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა უნდა გახდეს. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს. 

ჩვენ ვგმობთ ტერორიზმის ყველა გამოვლინებას, თანავუგრძნობთ დაღუპულთა ნათესავებსა და მეგობრებს. მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტის უმოკლეს ვადაში უზრუნველყოფა და პრობლემის გადაწყვეტამდე მისვლა, რომლის საფუძველიც პალესტინელებისთვის დამოუკიდებელი სახელმწიფოს უზრუნველყოფა უნდა იყოს,  - აღნიშნა პესკოვმა.