ჰამასი ისრაელზე თავდასხმას მიწისქვეშა გვირაბებში გაყვანილი სატელეფონო ქსელით ამზადებდა

25.10.23 14:24
ჰამასი ისრაელზე თავდასხმას მიწისქვეშა გვირაბებში გაყვანილი სატელეფონო ქსელით ამზადებდა

ისრაელზე თავდასხმას ჰამასის დაჯგუფება ორი წლის განმავლობაში მიწისქვეშა გვირაბებში გაყვანილი სატელეფონო ქსელის მეშვებით ამზადებდა. ეს კი იმისთვის კეთდებოდა, რომ ისრაელის დაზვერვას მათი საუბრების მოსმენა ვერ მოეხერხებინა. ინფორმაციას CNN ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებიც აშშ-ს დაზვერვასთან არიან კავშირში.

CNN-ის ცნობით, თავდასხმის მომზადებისას დაჯგუფება არც კომპიუტერებს და არც მობილურ ტელეფონებს იყენებდა. საკითხზე მსჯელობა არც შეხვედრებზე ხდებოდა და არც დისკუსიები იმართებოდა. 

გამოცემა წერს, რომ სწორედ ამან განაპირობა ის ფაქტი, რომ აც ისრაელმა და აც აშშ-მ თავდასხმის შესახებ არაფერი იცოდა. ამასთან, ფაქტს არც ისრაელი და არც ვაშინგტონი ადასტურებს.