ბორის ჯონსონი ტელეწამყვანი ხდება

28.10.23 10:48
ბორის ჯონსონი ტელეწამყვანი ხდება

ბორის ჯონსონი ტელეწამყვანი ხდება. ბრიტანეთის ყოფილ პრემიერს საკუთარი გადაცემა ექნება. პოლიტიკური თოქ-შოუს "ჯი-ბი ნიუსი" ერქმევა. 

ბრიტანულ ტელეარხზე ახალი გადაცემა  2024 წლიდან ჩაეშვება. ინგლისელ მაყურებელს ყოფილი პრემიერი მსოფლიო პოლიტიკის მიმოხილვას შესთავაზებს. არსებული ცნობებით, გადაცემა განსაკუთრებით იქნება ფოკუსირებული მომავალ წელს დაგეგმილ არჩევნებზე
დიდი ბრიტანეთსა და ამერიკაში.