ბაიდენი მზის სათვალეებით, რომელზეც პუტინის სილუეტი იკვეთება - ჟურნალ Time -ის ფოტო

11.06.21 18:29
ბაიდენი მზის სათვალეებით, რომელზეც პუტინის სილუეტი იკვეთება - ჟურნალ Time -ის  ფოტო

 ჟურნალმა Time-მა გარეკანზე ამერიკის პრეზიდენტის ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ბაიდენი მზისგან დამცავ სათვალეებშია წარმოდგენილი, სათვალეებზე კი პუტინის სილუეტი იკვეთება. ეს იდეა ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების მომავალ შეხვედრას ასახავს. შეხვედრა კი 16 ივნისს, ჟენევაში, გაიმართება.

ეს ამერიკის პრეზიდენტის პირველი საზღვარგარეთული ტურნე იქნება. პირველი გაჩერება დიდი ბრიტანეთია, სადაც ,,დიდი შვიდიანის" სამიტია დაგეგმილი.

როგორც Time იუწყება, ჟენევაში ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ორგანიზატორია ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო განყოფილება, რომელიც გამოვიდა წინადადებით, დათბეს ურთიერთობა ოფიციალურ მოსკოვთან. 

CNN-ის ინფორმაციით, ორი სუპერსახელმწიფოს ლიდერის შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია არ იგეგმება.