მსახიობი მეთიუ პერი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა

29.10.23 10:28
მსახიობი მეთიუ პერი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა

სერიალ Friends-ის ვარსკვლავი, მსახიობი მეთიუ პერი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. ადგილობრივი მედია წერს, რომ ის საკუთარ სახლში, აბაზანაში უგონო მდგომარეობაშ იპოვეს. 

მეთიუ პერის განსაკუთრებული პოპულარობა  სერიალ Friends-ში  ჩენდლერ ბინგის როლმა მოუტანა. მან სიტკომის 10 სეზონსა და 234 სერიაში ითამაშა.

მსგავსი სიახლეები