18 წლის დარნელა ფრეზიერს, რომელმაც ფლოიდის მკვლელობა გადაიღო, პულიცერის პრემია მიენიჭა

18 წლის დარნელა ფრეიზერს, რომელმაც აშშ-ში, მინესოტაში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა გადაიღო, პულიცერის პრემია მიენიჭა. ფრეიზერის ვიდეოს გავრცელებას მთელ მსოფლიოში პროტესტი მოჰყვა რასობრივი უსამართლობის წინააღმდეგ.
დარნელა ფრეზიერმა გამბედავად გადაიღო ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა და ამ ვიდეომ მსოფლიოს მასშტაბით პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების წინააღმდეგ პროტესტების ტალღა გამოიწვია. დარნელა ფრეზიერის გადაღებულმა ვიდეომ აჩვენა სიმართლისა და სამართლიანობის ძიებაში მოქალაქეთა მნიშვნელოვანი როლი", - განაცხადა პულიცერის პრემიის ჟიურის წევრმა.
ჯორჯ ფლოიდი 2020 წლის 25 მაისს მოკლეს. ვიდეო სოციალურ ქსელს ვირუსულად მსოფლიოს მასშტაბით მოედო. გავრცელებულ ვიდეოში ჩანდა, რომ პოლიციის ოფიცერი, დერეკ შოვინი ჯორჯ ფლოიდს კისერზე მუხლს აჭერდა, დაკავებული ჯორჯ ფლოიდი კი სუნთქვის საშუალების მიცემას ითხოვდა. ნაფიცმა მსაჯულებმა ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელის, დერეკ შოვინის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს.
პულიცერის პრემია ყველაზე პრესტიჟული პრიზია ამერიკულ ჟურნალისტიკაში და ის 1917 წლიდან გაიცემა.