რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობა ისტორიულ მინიმუმზეა - პუტინი

12.06.21 15:28
რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობა ისტორიულ  მინიმუმზეა - პუტინი

"ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა ბოლო წლებში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე გაუარესდა",– ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ტელეკომპანია NBC-სთან  მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტმა  აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზეც ისაუბრა. პუტინის თქმით, დონალდ ტრამპი ექსტრაორდინალური,კოლორისტული და ნიჭიერი პიროვნებაა.

ახლაც მჯერა, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბატონი ტრამპი ექსტრაორდინალური, ნიჭიერი პიროვნებაა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ვერ გახდებოდა აშშ-ის პრეზიდენტი. ის კოლორიტული პიროვნებაა. შეიძლება, მოგწონდეთ ან არ მოგწონდეთ, თუმცა ის ამერიკული ისტებლიშმენტიდან არ მოსულა. ის არ ყოფილა დიდი პოლიტიკის ნაწილი და ზოგს ეს მოსწონს და ზოგს არა, თუმცა ეს ფაქტია“, – თქვა  პუტინმა.

პუტინმა  16 ივნისს ჟენევაში აშშ-ს პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრის შესახებაც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ  ბაიდენის  მხრიდან იმპულსური ქმედებები არ განოხრციელდება.

ის რადიკალურად განსხვავებულია ტრამპისგან, რადგან პრეზიდენტი ბაიდენი კარიერული პოლიტიკოსია. მან მთელი თავისი ზრდასრული ცხოვრება პოლიტიკაში გაატარა. ის სრულიად განსხვავებული ადამიანია და ამაში არის გარკვეული უპირატესობა და გარკვეული ნაკლიც, თუმცა დიდი იმედი მაქვს, რომ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის მხრიდან არ იქნება იმპულსური ქმედებები“, – თქვა პუტინმა.

 

მსგავსი სიახლეები