ისრაელის სახმელეთო ჯარმა ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში "ჰამასის" თავდაცვის ხაზი გაარღვია - IDF

02.11.23 09:55
ისრაელის სახმელეთო ჯარმა ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში "ჰამასის" თავდაცვის ხაზი გაარღვია - IDF

სახმელეთო ჯარმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში "ჰამასის" თავდაცვის ხაზი გაარღვია - ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალების კონტრადმირალი, დანიელ ჰაგარი ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა, რომ IDF-მა ღაზის სექტორში მიმდინარე სახმელეთო ოპერაციაში დიდ წარმატებას მიაღწია.

ჩვენმა ძალებმა თავისი მოქმედებებით ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ეს ძალიან გადამწყვეტი მოქმედებებია. სახმელეთო და საჰაერო ძალებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა არსებობს - თქვა გალანტმა.