ჩინეთში აფეთქებას 12 ადამიანი ემსხვერპლა

13.06.21 14:39
ჩინეთში აფეთქებას 12 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთის ქალაქ შაიანში აფეთქება მოხდა. მომხდარს  12 ადამიანი ემსხვერპლა, 138 კი დაშავდა. დაშავებულთაგან 37-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

ტერიტორიიდან 150 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

გავრცელებული ცნობით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. შედეგად კი სასურსათო ბაზარი  ჩამოინგრა. აფეთქება სწორედ იმ დროს მოხდა, როცა ბაზარში ხალხი პროდუქტს ყიდულობდა.

სამედიცინო დაწესებულებები მოსახლეობას სისხლის დონაციისკენ მოუწოდებენ.


 

მსგავსი სიახლეები