ისრაელმა ღაზას სექტორზე სარაკეტო იერიში მიიტანა

16.06.21 10:31
ისრაელმა ღაზას სექტორზე სარაკეტო იერიში მიიტანა

ისრაელმა ღაზას სექტორში სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქვეყნის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პალესტინელებმა სამხრეთ ისრაელში  20 ლოკაციაზე ხანძარი გააჩინეს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, თავდასხმები პალესტინელების მხრიდან ხანძრების გაჩენას უკავშირდება და ისინი მზად არიან ნებისმიერი სცენარისთვის, მათ შორის, სამხედრო კონფლიქტის განახლებისთვისაც. 

"ჩვენ ვართ მზად ყველა სცენარისთვის, მათ შორის, სამხედრო კონფლიქტის განახლებისთვის ღაზის სექტორიდან განხორციელებული ტერორისტული აქტების საპასუხოდ", - წერს IDF.

აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის მაისში დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ ისრაელმა ჰამასზე საჰაერო იერიში პირველად მიიტანა.

მსგავსი სიახლეები