15 წელი დედის მკვლელობისა და შეჭმისთვის - ესპანეთში 26 წლის კანიბალი დააკავეს

16.06.21 19:12
15 წელი დედის მკვლელობისა და შეჭმისთვის - ესპანეთში 26 წლის კანიბალი დააკავეს

ესპანელმა სამართალდამცველებმა 26 წლის ალბერტო სანჩეს გომესი დააკავეს, რომელმაც საკუთარი დედა ჯერ მოკლა, შემდეგ დაანაწევრა და შეჭამა. ამის შესახებ BBC იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, ჩხრეკის დროს პოლიციამ ალბერტო გომესის სახლში დანაწევრებული გვამის ნაწილები იპოვა, რომელიც პლასტმასის კონტეინერებში იყო მოთავსებული.

პოლიციაში შეტყობინება მარია სოლედად გომესის მეგობარმა გააგზავნა, რომელიც წუხდა, რომ მისი 60 წლის თანამშრომელი დიდი ხანია, არ გამოჩენილა.

პროცესის დროს სასამართლომ არ გაიზიარა 26 წლის კანიბალის არგუმენტები იმის შესახებ, რომ მკვლელობა მან აფექტურ მდგომარეობაში ჩაიდინა, რის შემდეგაც კვალის დაფარვის მიზნით გვამი დაანაწევრა და 2 კვირის განმავლობაში შეჭამა, რაშიც ძაღლიც დაიხმარა.

კანიბალს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა და მისი ძმისთვის კომპენსაციის სახით  60 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა.

პოლიციას დედა-შვილის დაძაბული ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია ადრეც ჰქონდა, ამის გამო ალბერტო გომესს შემაკავებელი ორდერიც კი გამოუწერეს.

 

 

 

მსგავსი სიახლეები