ჯო ბაიდენი პუტინს: ყოველთვის სჯობია პირისპირ შეხვედრა

16.06.21 19:12
ჯო ბაიდენი პუტინს: ყოველთვის სჯობია პირისპირ შეხვედრა

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის, სამიტი ამ დრომდე გრძელდება. ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების პირველმა რაუნდმა 90 წუთი გასტანა.

პუტინთან შეხვედრაზე ბაიდენმა თქვა, რომ  „ყოველთვის სჯობია პირისპირ შეხვედრა“. პუტინმა კი იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებები „პროდუქტიული“ იქნება.