ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ, პუტინს ნავალნის პოლიტიკური დევნა შეახსენეს

16.06.21 20:15
ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ, პუტინს ნავალნის პოლიტიკური დევნა შეახსენეს

ჟენევაში ჯო ბაიდენის და ვლადიმირ პუტინის სამიტი დასრულდა. შეხვედრის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტს მედიამ შეახსენა, რომ სამიტი ტარდება პერიოდში, როცა რუსეთში ოპოზიციის აქტივისტების, მაგალითად, ალექსეი ნავალნის დევნა კვლავ გრძელდება. 

პუტინმა პირველ ჯერზე ნავალნიზე საუბარს თავი აარიდა, შემდეგ ოპოზიციონერი მოქალაქედ მოიხსენია: 

რაც შეეხება ჩვენ არასისტემურ ოპოზიციას და იმ მოქალაქეს (ნავალნი) რომელიც თქვენ ახსენეთ, ამ ადამიანმა იცოდა რომ რუსეთში მოქმედ კანონს არღვევდა მას ორჯერ ჰქონდა პირობითი მსჯავრი შეფარდებული. ის განზრახ, შეცნობით არღვევდა კანონის მოთხოვნებს. ამიტომ მასზე გამოცხადდა ძებნა ის ჩამოვიდა რუსეთში და ყველაფერს აკეთებდა რომ ყოფილიყო დაკავებული. მან გააკეთა ის რაც უნდოდა და აქ სალაპარაკო არაფერია"- თქვა პრეზიდენტმა პუტინმა