ბაიდენმა პუტინს მზის სათვალე და ბროლის ბიზონის სკულპტურა აჩუქა

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მზის სათვალე და ბროლის ბიზონი აჩუქა.
უცხოური პრესა წერს, რომ პუტინისთვის მზის სათვალე კომპანია Randolph USA-მ საგანგებოდ დაამზადა.
ბაიდენმა პუტინს ასევე ბროლისგან დამზადებული ამერიკული ბიზონის ფიგურა აჩუქა.
2018 წელს ვლადიმირ პუტინმა დონალდ ტრამპს ფეხბურთის ბურთი აჩუქა და უთხრა, რომ "ახლა ბურთი მის მოედანზე იყო".
პუტინის და ბაიდენის სამიტი ჟენევაში ჩატარდა.