ოკუპირებულ სიმფეროპოლში ორმა დივერსანტმა ქალმა 35 რუსი სამხედრო მოწამლა

03.12.23 14:23
ოკუპირებულ სიმფეროპოლში ორმა დივერსანტმა ქალმა 35 რუსი სამხედრო მოწამლა

დროებით ოკუპირებულ სიმფეროპოლში ორმა დივერსანტმა ქალმა 35 რუსი სამხედრო მოწამლა. აქედან 24 ლიკვირებულია, კიდევ 11 საავადმყოფოშია განთავსებული. ინფორმაცია რუსულ ტელეგრამ არხებზე ვრცელდება.

ირკვევა, რომ ქალები რუს ოკუპანტებს საკვებით და არყით გაუმასპინძლდნენ, რომელშიც დარშხანი და სტრიქნინი იყო გარეული. 

სამხედრო ნაწილში ორი სანდომიანი გოგონა მოვიდა, რომლებმაც თავები ადგილობრივებად წარმოადგინეს. მოიტანეს 7 ბოთლი არაყი და მისაყოლებელი : თევზი, ძეხვი, პური და ყველი. ბიჭებმა საჭმელი მიირთეს და არაყი დალიეს. ყველა მათგანი მოიწამლა, - წერს ერთ-ერთი ტელეგრამ არხი.

ქალები, რომლებმაც რუსი ოკუპანტები მოწამლეს, ვეღარ იპოვეს.