დედის მკვლელობა ჩვილის თვალწინ - 20 წლის ქალის სასტიკი მკვლელობის ბრალდებით ქმარი დააკავეს

18.06.21 10:34
დედის მკვლელობა ჩვილის თვალწინ - 20 წლის ქალის სასტიკი მკვლელობის ბრალდებით ქმარი დააკავეს

დედის მკვლელობა ჩვილის თვალწინ - საბერძნეთში მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ ადგილობრივი მედია გამაოგნებელ ინფორმაციას ავრცელებს. 

ჟურნალისტების ინფორმაციით, 20 წლის ქალი მკვლელობისთვის მისი ქმარი, პილოტი, ბაბის ანაგნოსტოპულო, დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, 32 წლის კაცი მკვლელობის მოტივად ოჯახურ კონფლიქტებს ასახელებს. 

დანაშაული ქალის ტელეფონის გაშიფვრის შემდეგ გაიხსნა. ირკვევა, რომ ქალს ჰქონდა აპლიკაცია, რომელიც მის პულსაციას ითვლიდა. შესაბამისად, გამოძიებამ გამორიცხა, ქმრის ვერსია გარდაცვალების დროსთან დაკავშირებით. 

ამასთან, დაკავებულის მობილურიც შეისწავლეს, აღმოჩნდა, რომ მოკლულის ქმარი იტყუებოდა მაშინაც, როცა ამტკიცებდა, რომ ის გაკოჭილ მდგომარეობაში იყო. ტელეფონის გაშიფვრის შემდეგ გაირკვა, რომ მაშინ როცა მისივე მონაყოლით ის გაკოჭილი უნდა ყოფილიყო, ოთახში გადაადგილდებოდა. 

კაროლაინი 2021 წლის მაისში მოკლეს. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ დანაშაულისთვის 36 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავეს, თუმცა მოგვიანებით, მისი მომხდარ ფაქტთან კავშირი საბერძნეთის პოლიციამ უარჰყო და კაცი გაათავისუფლეს. 

ბერძნული მედია მაშინ წერდა, რომ თავდამსხმელმა მოსამსახურე და ქალის ქმარი გაკოჭა და ბრიტანეთის მოქალაქე გოგო 11 თვის ჩვილის თანდასწრებით მოკლა.  ბრალდებულმა მოკლა ძაღლიც, რომელიც მას სავარაუდოდ წინააღმდეგობას უწევდა. 

მსგავსი სიახლეები