რა შედეგით დასრულდა მაკრონისა და ორბანის შეხვედრა? - შეხვედრიდან რამდენიმე კულუარული დეტალი გამოვიდა

08.12.23 11:35
რა შედეგით დასრულდა მაკრონისა და ორბანის შეხვედრა? - შეხვედრიდან რამდენიმე კულუარული დეტალი გამოვიდა

რა შედეგით დასრულდა ემანულე მაკრონისა და ვიქტორ ორბანის შეხვედრა ელისეის სასახლეში, ეს ჯერ-ჯერობით უცნობია, ჯერ არცერთ მხარეს პოზიციები არ გამოუქვეყნებია, თუმცა გავლენიანი ევროპული გამოცემები წერდნენ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს პოზიტიური მოლოდინები აქვს რომ ორბანთან შეთანხმების მიღწევას შეძლებენ.

ვიქტორ ორბანი კი უკან დახევას არ აპირებს. შეხვედრიდან გამოვიდა რამდენიმე მნიშნელოვანი დეტალი, მაგალითად ის, რომ უნგრეთის პრემიერი თამასას სწევს და უფრო მეტ თანხას ითხოვს ევროკავშირისგან, თუმცა შედგა თუ არა შეთანხმება ორ ლიდერს შორის, ეს ჯერ უცნობია. 

გარდა ამისა, ევროპელი ლიდერები აგრძელებენ ორბანთან მოლაპარაკებას და ცდილობენ მის დარწმუნებას, რომ უკრაინის საკითხს 15 დეკემბერს ვეტო არ დაადოს. უნგრეთის პრემიერს ჯერ განცხადება არ გაუკეტებია, თუმცა მის ნაცვლად უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა და თქვა, რომ გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებენ. 

ჩვენ ნამდვილად გვჭირდება ურთიერთობების გაუმჯობესება, ამის საუკეთესო გზა არის მხარეებმა ერთმანეთთან პირისპირ ისაუბრონ. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმარკი დამიკავშირდა. უკრაინის ხელისუფლებამ გამოთქვა სურვილი გაიმართოს მაღალი დონის შეხვედრა ვიქტორ ორბანსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის, მაგრამ შეხვედრა სათანადო მომზადების გარეშე ვერ შედგება. მომავალ კვირას იმედი მაქვს შევხვდები უკრაინის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს",- განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა

უნგრეთის პრემიერი უკრიანის საკითხის მხარდაჭერას ისევ არ გეგმავს. ევროსაბჭოს სამიტამდე ზუსტად შვიდი დღით ადრე, ორბანი პლატფორმა იქსზე წერს, რომ აზრი არ შეუცველია.

რას ცვლის ორბანის მუქარა? თუ ევროკავშირის ლიდერებსა და ვიქტორ ორბანს შორის შეთანხმება ვერ შედგა, ვარაუდობენ, რომ 15 დეკემბრის სამიტზე, გაფართოების დოკუმენტს საერთოდ არ გაიტანენ.