ლუკაშენკო თავისუფალი მედიის წინააღმდეგ - ბელორუსში ოპოზიციური გამოცემების დახურვას ცდილობენ

ბელორუსის ხელისუფლებამ მიმართა სასამართლოს იმის თაობაზე, რომ ოპოზიციური გამოცემა Tut.by -ს პუბლიკაციები ექსტრემისტული შინაარსის მქონედ აღიაროს და შესაბამისად, ამ კრიტიკული ვებ-გვერდის ფუნქციონირება აიკრძალოს.
Tut.by -ს ინფორმაციით, ბელორუსის შსს-მ მედიის მონიტორინგი ჩაატარა და აღმოაჩინა, რომ აღნიშნული მედიასაშუალება აქვეყნებს ექსტერმისტული შინაარსიის მქონე მასალებს, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებასა და იმიჯს ეჭვქვეშ აყენებს.
მონიტორინგის შედეგად შსს-მ ისიც დაადგინა, რომ Tut.by -ს პუბლიკაციები ძირითადად ქვეყნის პრეზიდენტის, მმართველი პარტიისა და ცნობადი პოლიტიკოსების წინააღმდეგ არის მიმართული. დოკუმენტში ისიც წერია, რომ გამოცემა Tut.by გავლენას ახდენს საზოგადოებრივ აზრზე და მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუპირისპირდნენ ხელისუფლებასა და სამართალდამცველებს.
გამოცემა Tut.by-ს რედაქციამ შსს-ს საპასუხოდ განაცხადა, რომ ხელისუფლება ცდილობს, არა მარტო გაანადგუროს ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, არამედ, გადაწეროს ბოლო 20 წლის ქვეყნის რეალური ისტორია.
გამოცემის წინააღმდეგ საქმე 18 მაისს აღიძრა. როგორც ფინანსური გამოძიების დეპარტამენტში განაცხადეს, Tut.by-მ ჯერჯერობით დაუდგენელი პირებისგან დიდი ოდენობით ჰონორარი აიღო. საუბარია ისეთ თანხაზე, რაც ჟურნალისტურ საქმიანობის განმავლობაში ქვეყანაში არც ერთი მედიასაშუალებისთვის არ გადაუხდიათ.
გამოძიების ფარგლებში დაკავებულია გამოცემის 15 თანამშრომელი, მათ შორის, რამდენიმე ჟურნალისტი, რომლებსაც ბრალდება გადასახადიდან თავის არიდების მუხლით მიუყენეს. მათ საცხოვრებელ სახლებში ჩატარდა ჩხრეკა.
ბელორუსის ხელისუფლების ამ ქმედების საპასუხოდ ევროპელმა პოლიტიკოსებმა კრიტიკულ ტონი მათი მისამართით კიდევ უფრო გაამძაფრეს.
ევროპარლამენტარებმა კი პრეზიდენტ ლუკაშენკოს რეჟიმი თავისუფალი მედიის წინააღმდეგ რეპრესიებში პირდაპირ დაადანაშაულეს. მათ შორის, ყველაზე ნათელ მაგალითად გამოცემა Tut.by მოიყვანეს.