პალესტინამ ისრაელისგან ვაქცინის 1 მილიონი დოზის მიღებაზე უარი განაცხადა

19.06.21 13:46
პალესტინამ ისრაელისგან ვაქცინის 1 მილიონი დოზის მიღებაზე უარი განაცხადა

პალესტინის მთავრობამ  ისრაელისგან, სულ მცირე ერთი მილიონი დოზა კოვიდვაქცინის მიღებაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC  ავრცელებს.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, მათი ინფორმაციით, ისრაელი  Pfizer-ის ვადაგასულ დოზებს აგზავნიდა. მეილ ალ-ქეილას თქმით,  აღმოჩნდა, რომ  ვაცქინას ვადა ივნისში გასდის.

„ეს არაა საკმარისი დრო იმისთვის, რომ დოზები გამოვიყენოთ. შესაბამისად, მათზე უარს ვამბობთ“, - აცხადებს პალესტინის ჯანდაცვის მინისტრი, მეი ალ-ქეილა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ისრაელის ჯანდაცვის უწყებას კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. პალესტინამ ისარელისგან  5 ათასი დოზა ვაქცინა იანვარში მიიღო.