სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

სომხეთში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილით 8:00 საათზე გაიხსნა. 2008 საარჩევნო უბნიდან 479 ერევანშია განთავსებული, 1529 - რაიონებში. არჩევნებში 25 პოლიტიკური ძალა - 21 პარტია და 4 ალიანსი მონაწილეობს.
სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ნიკოლ პაშინიანმა ოპოზიციის მასშტაბური პროტესტის შემდეგ დანიშნა.