ისტორიული გადაწყვეტილება არის მესიჯი მოსკოვისთვის, რომ ჩვენ უკრაინის მხარეს ვართ - ბელგიის პრემიერი
ეს გადაწყვეტილება არის მესიჯი მოსკოვისთვის, რომ ჩვენ უკრაინის მხარეს ვართ - ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრ დე კრომ ბრიუსელში ისტორიული გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტებტან განაცხადა.
მისი თქმით, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ორბანი იყო თუ არა იქ, რადგან მთავარია, რომ მან ვეტო ვერ გამოიყენა.
ალექსანდრ დე კრო აცხადებს, რომ ახლა შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად ყველა ქვეყნისთვის რეფორმებია აუცილებელი.
ძალიან მნიშვნელოვანი რამ ვთქვით დღეს. ეს არის მესიჯი უკრაინელებისთვის, რომ ასეთ მძიმე დროს ჩვენ მათ მხარეს ვართ, ჩვენ ვაფასებთ მათ თავგანწირვას. ეს არის მესიჯი მოსკოვისთვის, რომ ჩვენ უკრაინის მხარეს ვართ. მთავარია რომ გადაწყვეტილება მიღებულია. ორბანი იყო თუ არა იქ, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელობა ექნებოდა იმას ამ გადაწყვეტილებას ვინმე დაადებდა თუ არა ვეტოს, მაგრამ ვეტო არავის გამოუყენებია ეს ფაქტია. ორბანმაც კარგად იცის, რომ გადაწყვეტილება უკრაინელების დახმარებას ეხება, მათი ბრძოლის დაფასებას. გადაწყვეტილება 27 ქვეყანას ერთნაირად ავალდებულებას პასუხისმგებლობას. ეს არის საერთო თამაშის წესი და ყველამ იცის, რომ თუ ამ გადაწყვეტილებას თანხმდები და ვეტოს არ ადებ, მაშინ ამის შემდეგ არ უნდა თქვა, რომ სხვა აზრზე ხარ. თუ გადაწყვეტილების ნაწილი ხარ უბრალოდ პირი უნდა დახურო. დღევანდელი გადაწყვეტილება არა მხოლოდ უკრაინას, ასევე მოლდოვას და საქართველოს ეხება. შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად რეფორმები არის აუცილებელი", - განაცხადა ბელგიის პრემიერმა.
ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა. საქართველოოს ევროპული სტატუსი მიენიჭა. დღეიდან ქვეყანა ახალ რეალობაში იწყებს ცხოვრებას. ნაბიჯი წინ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისკენ არის გადადგმული. რუსეთის მიერ ოკუპირებული ჩვენი ქვეყნისთვის ამ დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
ისტორიიული გადაწყვეტილება ბრიუსელში მიიღეს. დაძაბული და მრავალსაათიანი საუბრების შემდეგ, ერთობა მაინც შედგა. ევროკავშირის კარი გაიხსნა უკრიანისთვის და მოლდოვასთვის. ყველას მინუს ორბანი. უნგრეთის პრემიერი სამუდამოდ შემორჩება ისტორიას, როგორც პოლიტიკოსი, რომელიც გადამწყვეტ მომენტში პოლიტიკურ კულისებში გავიდა.