ევროსაბჭო და ევროპარლამენტი მიგრაციისა და თავშესაფრების შესახებ ახალ წესებზე შეთანხმდნენ
ევროსაბჭო და ევროპარლამენტი მიგრაციისა და თავშესაფრის მაძიებელთა მართვის შესახებ ახალ წესებზე შეთანხმდნენ - ახალი წესდება თავშესაფრისა და მიგრაციის მართვის ყველა ეტაპს ეხება, კერძოდ, არალეგალური მიგრანტების სკრინინგიდან ევროკავშირში ჩასვლისას, მათი ბიომეტრიული მონაცემების აღებას. ასევე გადაიხედება თავშესაფრის განცხადების მიღებისა და განხილვის პროცედურები და წესები, რომლებიც განსაზღვრავენ, რომელი სახელმწიფო იქნება პასუხისმგებელი თავშესაფრის მოთხოვნისა და მისი აპლიკაციის განხილვაზე.
ევროსაბჭოს ინფორმაციით, ახალი რეგულაციების დეტალების გასაგებად უახლოეს კვირებში მუშაობა ტექნიკურ დონეზე გაგრძელდება.
ევროკავშირი ასრულებს თავის დაპირებას თავშესაფრისა და მიგრაციის სისტემის გაუმჯობესების შესახებ. გაერთიანების მოქალაქეებს სურთ, რომ მათი მთავრობები გაუმკლავდნენ მიგრაციის შედეგად წარმოქმნილ გამოწვევებს და სწორედ ამიტომაც, დღეს ამ მიმართულებით დიდი ნაბიჯი გადაიდგა. ეს რეფორმა "ფაზლის" უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ევროკავშირი ასევე მიმართულია დაძლიოს მიგრაციის წარმოშობის მიზეზები და მისგან გამოწვეული კონტრაბანდის აღმოსაფხვრელად", - განაცხადა ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ფერნანდო გრანდე-მარლასკა გომესმა.