უკრაინასთან მოლაპარაკებების თემა ახლა აქტუალური არაა - პესკოვი

რუსეთის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის თქმით, "უკრაინასთან მოლაპარაკებების თემა ახლა აქტუალური არ არის".
პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთის ხელისუფლება ვერანაირ საფუძველს ვერ ხედავს მოლაპარაკებისა და შეხვედრის გასამართად.
ჩვენ დანამდვილებით ვთვლით, რომ მოლაპარაკებების თემა ახლა აქტუალური არაა. ჩვენ არაერთხელ გავიმეორეთ რომ ამ მოლაპარაკებებისთვის არ არსებობს არანაირი ფუნდამენტი და წინაპირობა“, –განაცხადა პესკოვმა.