"დახმარებას ვაგრძელებთ" - ლიეტუვამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

ლიეტვუამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა - ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ლიეტუვის შეიარაღებულმა ძალებმა საჭირო საველე ტექნიკა და ათიათასობით მშრალი საკვები უკრაინელ სამხედროებს გადასცეს.
ვაგრძელებთ უკრაინის მიმართ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას. დღეს, უკრაინის შეიარაღებულ ძალებამდე საველე მომსახურების ძირითადმა აღჭურვილობამ და ათიათასობით მშრალი კვების კომპლექტმა მიაღწია. ჩვენ უკრაინის დახმარებას ვაგრძელებთ და ხაზს ვუსვამთ ზამთრის პერიოდში ასეთი დახმარების მნიშვნელობას." - წერს თავდაცვის სამინისტრო X-ზე.