გერმანიამ საქართველოს სამუშაო ბაზრის გახსნა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო - გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებელი

20.12.23 19:51
გერმანიამ საქართველოს სამუშაო ბაზრის გახსნა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო - გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებელი

გერმანიამ საქართველოს სამუშაო ბაზრის გახსნა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო  - გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოში გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის, ნენსი ფეზერის ვიზიტის შედეგად ქვეყნებს შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ გაფორმებულ შეთანხმების დეტალებზე წერს.

მაუწყებლის ცნობით, მიგრაციის ხელშეკრულებებში გერმანიის ფედერალური მთავრობის სპეციალურმა წარმომადგენელმა, იოაჰიმ შტამპმა საქართველოს მთავრობას ქართველი კადრებისთვის დასავლეთ ბალკანეთის მოდელის მიხედვით, საკუთარი სამუშაო ბაზრის გახსნა შესთავაზა. დასავლეთ ბალკანეთის მოდელი გერმანიაში ლეგალურად დასაქმების გამარტივებულ პროცედურებს გულისხმობს. როგორც გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებელი აღნიშნავს, "გერმანიის პერსპექტივიდან ეს ლოგიკური შეთავაზებაა, თუმცა, საქართველოს მთავრობისთვის სრულებით უინტერესო".

როგორც გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის იტყობინება, გერმანიას ქართველ არალეგალ მიგრანტებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ორი მიზანი აქვს:

"ნაკლებმა საქართველოს მოქალაქემ მოითხოვოს გერმანიისგან თავშესაფარი, რადგან ისინი, როგორც წესი, თავშესაფარს ვერ იღებენ და ეს პროცედურები ისედაც დატვირთულ გერმანულ ბიუროკრატია კიდევ უფრო აწვება. ამის ნაცვლად, საქართველოს მოქალაქეები ემიგრირდნენ ჩვეულებრივ შრომის ბაზარზე, რადგან გერმანიას კვალიფიციური კადრების ნაკლებობა აქვს".

გამოცემა წერს, რომ საქართველო "ტვინების გადინების" პროცესს ისედაც განიცდის, ქვეყნიდან გადინების მიზეზი კი ზოგ შემთხვევაში კარიერული პერსპექტივის ნაკლებობაა, ზოგში კი რუსეთის მიერ საქართველოს ნაწილობრივი ოკუპაცია.

როგორც მაუწყებელი აღნიშნავს, იოაჰიმ შტამპი ამბობს, რომ ორი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით "შეთანხმება საქართველოს იმ მოქალაქეებზე შედგა, რომლებმაც სამშობლო უკვე დატოვეს და ამჟამად ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაადგილდებიან". მისივე თქმით, სწორედ ამ კადრებს მიიწვევენ გერმანიის სამუშაო ბაზარზე "განსაკუთრებით ლოჯისტიკის, ტრანსპორტისა და ზრუნვის სფეროში, სადაც გერმანია კადრების ნაკლებობას განიცდის".

გერმანიის ფედერალური ხელისუფლების ცნობით, ქვეყნები უკვე მუშაობენ საქართველოს იმ მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებაზე, რომლებსაც გერმანიაში ყოფნის ლეგალური უფლება არ აქვთ. 

სტატიის თარგმანს ტაბულა აქვეყნებს.

 

 

მსგავსი სიახლეები