საფრანგეთი საიმიგრაციო პოლიტიკას ამკაცრებს - კანონპროექტი უკვე დამტკიცდა

20.12.23 20:35
საფრანგეთი საიმიგრაციო პოლიტიკას ამკაცრებს - კანონპროექტი უკვე დამტკიცდა

საფრანგეთი საიმიგრაციო პოლიტიკას ამკაცრებს - კანონპროექტი უკვე დამტკიცდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს და წერს, რომ შესწორებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა, როგორც პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის, ასევე მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტიებმა.

ახალი კანონპროექტი მიგრანტების ოჯახის წევრების საფრანგეთში ჩაყვანას ართულებს და მათ წვდომას კეთილდღეობის შეღავათებზე აჭიანურებს. ის ასევე კრძალავს არასრულწლოვანთა დაკავებას დაკავების ცენტრებში. 

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს საფრანგეთის მოქალაქეობის ჩამორთმევას ორმაგი მოქალაქეობის მქონე იმ პირებისთვის, რომლებმაც სამართალდამცავი ორგანოების წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინეს.

 

მსგავსი სიახლეები