2023 წლის განმავლობაში საზღვრის დარღვევის ბრალდებით 448 პირი დავაკავეთ - ოკუპირებული ცხინვალი
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტი აცხადებს, რომ 2023 წლის განმავლობაში ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის 448 ადამიანი დააკავეს.
უწყების ცნობით, დამრღვევ პირთა შორის 196-მა ე.წ. სახელმწიფო საზღვარი დაარღვია, ხო9ლო 251-მა "სასაზღვრო ზონის რეჟიმი".
262 პირს დაეკისრა ადმინისტრაციული ჯარიმა, 6 პირი დააჯარიმეს და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკიდან გააძევეს, 19 პირი ჯარიმის გარეშე გააძევეს, 138 გააფრთხილეს, 19 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, 4 პირის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა", - ამბობენ დე ფაქტო უსაფრთხოების კომიტეტში.