"ჩემს კლასში ვარ ჩარჩენილი. მსროლელი მკვდარია, მაგრამ ჩვენ ველოდებით ევაკუაციას" - რა ხდება პრაღის ცენტრში
"ამჟამად პრაღაში ჩემს კლასში ვარ ჩარჩენილი. მსროლელი მკვდარია, მაგრამ ჩვენ ველოდებით ევაკუაციას," - ამის შესახებ ერთ-ერთი მოქალაქე წერს, რომელიც პრაღის ცენტრში მდებარე უნივერსიტეტში იმყოფება.
ამჟამად პრაღაში ჩემს კლასში ვარ ჩარჩენილი. მსროლელი მკვდარია, მაგრამ ჩვენ ველოდებით ევაკუაციას. ვლოცულობ, რომ გადავრჩეთ.
ჩავკეტეთ კარი მანამ, სანამ მსროლელი შეეცდებოდა მის გაღებას," - წერს ის.
სროლა პრაღის ცენტრში მდებარე უნივერსიტეტში - ჩეხეთის პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები, თუმცა ჯერჯერობით, უცნობია, რამდენი ადამიანია დაღუპული ან დაშავებული.
პოლიცია მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. უნივერსიტეტის შენობა სრულ ალყაშია მოქცეული სამართალდამცავების მხრიდან.