15 მილიარდი ევრო ახალი იდეისთვის -ევროპაში კოსმოსური კვლევის სააგენტო იხსნება

ევროკავშირმა გადაწყვიტა, ამერიკის, ჩინეთისა და რუსეთის კვალდაკვალ იაროს, ამისათვის კოსმოსის ასათვისებლად 15 მილიარდ ევროს გამოჰყოფს - იუწყება გერმანული გამოცემა DW.
გამოცემის ინფორმაციით, კოსმოსური კვლევის ცენტრი ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში განთავსდება.
კოსმოსური სააგენტოს იდეა და მისი 15 მილიარდიანი ბიუჯეტი ევროკავშირმა ამა წლის მაისში დაამტკიცა. იგეგმება ამ მიზნისთვის 700 თანამშრომლის აყვანაც.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს პროექტი იქნება NASA-ს ანალოგი. ჩვენ გავაგრძელებთ ტექნიკური გადაწყვეტილებების ძიებასა და გადაწყვეტას - განაცხადა კარელ დებეშმა, ევროპის კოსმოსური სააგენტოს ჩეხეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა.
ევროპის კოსმოსური სააგენტოს[EUSPA] ხელმძღვანელად პორტუგალიელი მეცნიერი. როდრიგო დე კოშტა, დაინიშნა. მისი განცხადებით, ევროპა კოსმოსში მალე გავა, აგრეთვე, თანამშრომელთა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობაც კი მიუთითებს იმ აბიციურ გეგმებზე, რაც ახალ სააგენტოს გააჩნია.
ამერიკისა და რუსეთის შემდეგ ჩეხეთი იყო მესამე ქვეყანა, რომლის მოქალაქეც კოსმოსში იმყოფებოდა. ეს გახლდათ სამხედრო მფრინავი ვლადიმერ რემეკი, რომელმაც 1978 წელს რუს ასტრონავტებთან ერთად ხომალდ Союз-28-ით კოსმოსში ფრენა განახორციელა.
რემეკი ევროპარლამენტის დეპუტატი იყო 2004-2013 წლებში. სწორედ მისი დაჟინებული თხოვნის გამო გადაწყდა, რომ ევროპის კოსმოსური სააგენტოს ცენტრი პრაღა ყოფილიყო.
სპეციალისტთა აზრით, კოსმოსური სააგენტოს პრაღაში განთავსება ხელს შეუწყობს ევროპიდან და მთელი მსოფლიოდან კვალიფიციური და დამხმარე პერსონალის მიგრაციას ჩეხეთში.
პრაღაში არა მარტო ცენტრის შენობისა და კოსმოდრომის აშენება, არამედ ახალი სასტუმროების, ქარხნების, ინგლისურენოვანი სკოლებისა და დამხმარე ინფრასტრუქტურების მშენებლობაც იგეგმება, რაც დიდი რაოდენობით პერსონალის საჭიროებას გამოიწვევს.