რუსეთი ყოველთვის იყო იმპერია მეფესთან, საბჭოთა კავშირთან და ახლა პუტინთან ერთად - ბორელი

24.12.23 15:57
რუსეთი ყოველთვის იყო იმპერია მეფესთან, საბჭოთა კავშირთან და ახლა პუტინთან ერთად - ბორელი

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ რუსეთი მეზობელი ქვეყნებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ამის შესახებ მან "გარდიანთან" ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთს არასროს შეეძლო ერი ყოფილი, რადგან ყოველთვის იმპერია იყო. 

ის კვლავ მზადაა, იბრძოლოს, დაუშვას თავისი ხალხის სიკვდილი, დაღუპოს თავისი ხალხი. რუსეთს არასოდეს შეეძლო ერი გამხდარიყო. ის ყოველთვის იყო იმპერია მეფესთან, საბჭოთა კავშირთან და ახლა პუტინთან ერთად. ეს უცვლელია რუსეთის და მისი პოლიტიკური იდენტობისთვის და აქედან გამომდინარე, საფრთხე მისი მეზობლებისთვის და განსაკუთრებით ჩვენთვის, - აღნიშნა ბორელმა.

მსგავსი სიახლეები