რუსეთი ჩვენს იდენტობას ვერასდროს გაანადგურებს - ბუდანოვი

25.12.23 14:08
რუსეთი ჩვენს იდენტობას ვერასდროს გაანადგურებს - ბუდანოვი

რუსეთი ჩვენს სახელმწიფოებრიობას და იდენტობას ვერასდროს გაანდგურებს, - ამის შესახებ საშობა მიმართვისას უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა. 

კრემლის ტერორისტულ-საოკუპაციო რეჟიმი ვერასოდეს განახორციელებს თავის მზაკვრულ გეგმებს ჩვენი სახელმწიფოებრიობის, ტრადიციებისა და იდენტობის განადგურების მიზნით.

უკრაინელები ძლიერი ხალხია, რომელთაც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გზაზე ყველაფრის გადალახვა შეუძლიათ, - ამბობს ბუდანოვი.

ბუდანოვმა იმედი გამოთქვა, რომ 2024 წელი უკრაინის გამარჯვების წელი იქნება.