რუსებმა უკრაინის ქალაქ მარინკაზე სრული კონტროლი მოიპოვეს - შოიგუ
რუსეთის თავდაცვის მინისტრი ვლადიმერ პუტინს შეხვდა - შოიგუმ რუსეთის პრეზიდენტს ფრონტის ხაზზე არსებული მდგომარეობა გააცნო და აღნიშნა, რომ რუსულმა ძალებმა სრული კონტროლი მოიპოვეს აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე ქალაქ მარინკაზე.
მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ტერიტორია ძლიერად ჰქონდათ გამაგრებული.
აქტიური მოქმედების დროს სამხრეთის ჯგუფის თავდასხმის რაზმებმა დღეს მთლიანად გაათავისუფლეს დასახლება მარინკა, რომელიც დონეცკიდან სამხრეთ-დასავლეთით ხუთ კილომეტრშია. ბოლო ცხრა წლის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იქ ძალიან ძლიერი გამაგრებული ტერიტორია ააშენეს“, – აღნიშნა შოიგუმ.