ბაიდენმა ერაყში მოქმედ ირანის მიერ მხარდაჭერილი სამხედრო დაჯგუფებების წინააღმდეგ საპასუხო დარტყმების განხორციელების ბრძანება გასცა

26.12.23 10:52
ბაიდენმა ერაყში მოქმედ ირანის მიერ მხარდაჭერილი სამხედრო დაჯგუფებების წინააღმდეგ საპასუხო დარტყმების განხორციელების ბრძანება გასცა

ჯო ბაიდენმა ერაყში მოქმედ ირანის მიერ მხარდაჭერილი სამხედრო დაჯგუფებების წინააღმდეგ საპასუხო დარტყმების განხორციელების ბრძანება გასცა.

ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერის, ედრიენ უოტსონის ცნობით, ჩრდილოეთ ერაყში მდებარე სამხედრო ბაზაზე სამი ამერიკელი ჯარისკაცი ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების თავდასხმის შედეგად დაშავდა.

„პრეზიდენტისთვის ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების დაცვა უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. თუ ეს თავდასხმები გაგრძელდება, აშშ შესაბამის დროს მის მიერ არჩეული ფორმით იმოქმედებს“, - აღნიშნა უოტსონმა.